ნუთუ ისეთ ქვეყანას, როგორიც არის აშშ ერთი მუჭა ტერორისტების დახმარება სჭირდება?

ნუთუ ისეთ ქვეყანას, როგორიც არის აშშ ერთი მუჭა ტერორისტების დახმარება სჭირდება?

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა სირიაში აშშ-ს ქმედებები გააკრიტიკა. მისი თქმით, დაუშვებელია რეგიონში ვაშინგტონის ტერორისტულ დაჯგუფებებთან თანამშრომლობა.

„ნუთუ ისეთ ქვეყანას, როგორიც არის აშშ, რომელსაც მძლავრი არმია და რესურსი აქვს, ერთი მუჭა ტერორისტების დახმარება სჭირდება?“ - აღნიშნა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბინალი ილდირიმის თქმით, თურქეთის საზღვარი ასევე წარმოადგენს ნატო-ს საზღვარს.

„გაუგონარია თუ როგორ შეიძლება ნატო-ს საზღვარი აღიქვა საფრთხის წყაროდ. ამას ახსნა არ აქვს. ეს მტრობის ღია გამოვლინებაა. ანკარა არ დაუშვებს სირიის საზღვართან უსაფრთხოების ძალების შექმნას, ვინც არ უნდა იდგეს ამის უკან. ეს არ მოხდება!“ - განაცხადა მან.

ბინალი ილდირიმმა აღნიშნა, რომ აშშ-ს მიერ შექმნილი საერთაშორისო კოალიცია ფაქტობრივად არაფერს აკეთებს ტერორიზმთან ბრძოლაში.