ყველაზე კარგი ვარიანტია, თუკი პარლამენტი არც პრეზიდენტის წარდგენილ კანონპროექტს გაიზიარებს, არც ვეტოს დაძლევს და “მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ძალაში არსებული სახით დატოვებს

ყველაზე კარგი ვარიანტია, თუკი პარლამენტი არც პრეზიდენტის წარდგენილ კანონპროექტს გაიზიარებს, არც ვეტოს დაძლევს და “მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ძალაში არსებული სახით დატოვებს

ყველაზე კარგი ვარიანტია, თუკი პარლამენტი არც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით წარდგენილ კანონპროექტს გაიზიარებს, არც ვეტოს დაძლევს და “მაუწყებლობის შესახებ“ კანონს არსებული სახით დატოვებს ძალაში, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წარმომადგენელმა ნათია კუპრაშვილმა განუცხადა.

როგორც კუპრაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში განხორციელებული ცვლილებების პროექტში არის სხვა პრობლემური მუხლებიც, რაც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში არ ასახულა. გამომდინარე აქედან, კუპრაშვილი ამბობს, რომ ყველაზე კარგი ვარიანტია, თუკი მოქმედებაში არსებული კანონი დარჩება.

“ჩვენ, ყველა მედიაორგანიზაცია ერთად ვამბობთ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი საზოგადოებრივ მაუწყებელს ვერ გახდის უკეთესს, სამაგიეროდ დააზარალებს მედიასფეროს - ყველა კერძო მედიას, რომელიც კი ბაზარზე ოპერირებს. საპარლამენტო უმრავლესობის იმ ნაწილმა, ვისთანაც ამ თემაზე სიღმისეულად ვისაუბრეთ, ჩვენი პოზიცია გაიზიარა. ეს იყო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, რომელმაც პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს მხარი არ დაუჭირა. დღევანდელი შეხვედრის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მას ოპონენტის როლის მორგება მოუწევდა და ეს როლი გადასარევად მოირგო. ის იმ კონტრარგუმენტების წარმოდგენას ეცადა, რაც აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს ამ კანონპროექტის მხარდასაჭერად. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ პოზიცია, რომელიც მოვისმინეთ, მისი არგუმენტები იყო. შესაბამისად, მზაობა იმისა, რომ გაგრძელდეს მსჯელობა, სადაც წარმოდგენილი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი და ასევე ყველა ის ადამიანი, ვისაც ეს თემა აინტერესებს და აქვს განსხავვებული პოზიცია, მაძლევს იმედს“, - აღნიშნა ნათია კუპრაშვილმა.