ნიკი ჰეილი:  მაჰმუდ აბასს ვაჟკაცობა და სურვილი არა აქვს ისრაელთან მშვიდობას მიაღწიოს

ნიკი ჰეილი: მაჰმუდ აბასს ვაჟკაცობა და სურვილი არა აქვს ისრაელთან მშვიდობას მიაღწიოს

გაერო-ში აშშ-ს ელჩის ნიკი ჰეილის განცხადებით, პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს სურვილი არ აქვს ისრაელთან მშვიდობას მიაღწიოს. ამის შესახებ ნიკი ჰეილიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მაჰმუდ აბასის სიტყვით გამოსვლა, რომელიც ხელს უწყობს გამაოგნებელ შეთქმულების თეორიებს, არ არის იმ ადამიანის სიტყვით გამოსვლა, რომელსაც ვაჟკაცობა და სურვილი აქვს მშვიდობას მიაღწიოს“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

14 იანვარს სიტყვით გამოსვლისას პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ „პალესტინელებისთვის მიუღებელია, რომ აშშ შუამავალი იყოს ისრაელთან კონტაქტებში და პალესტინას თავის ნებას ახვევდეს“.

ნიკი ჰეილიმ კი აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს ისრაელელებსა და პალესტინელებს დაეხმაროს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში.