დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების დემონტაჟი მიმდინარეობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს, 00:00-დან 07:00 საათამდე, რუსთაველის გამზირი ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება.
სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია შეფერხებისთვის ბოდიშს გიხდით.