საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის მიმართ ვერდიქტი წინასწარ ქონდა გამოტანილი.
რადგან, ნაცვლიშვილის თქმით, მარგველაშვილმა განაჩენი ქვეყნის სირცხვილად მაშინ გამოაცხადა, როდესაც ეს განაჩენი თვალით არავის არ უნახავს.
„რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, როგორც კი გამოცხადდა სააკაშვილის განაჩენი, რამდენიმე წუთში გააკეთა მისმა ადგილმონაცვლემ განცხადება და ეს განაჩენი ქვეყნის სირცხვილად გამოაცხადა. კაცობის ისტორიაში ალბათ არ არსებობს ისეთი პრეცედენტი, როდესაც პრეზიდენტი აცხადებებდეს უკანონოდ განაჩენს, რომელიც თვალით არ უნახავს. არა თუ მას, არამედ დედამიწის ზურგზე არავის ნარ უნახავს, იმიტომ რომ ეს განაჩენი არ გამოქვეყნებულა. ანუ მას ამ განაჩენის მიმართ ვერდიქტი წინასწარ ქონდა გამოტანილი. ის რომ შეწყალება არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება - ამ უფლებას არავინ არ ართმევს და ამ უფლების ეჭვქვეშ დაყენება არავის არ უცდია“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, შეწყალება და საპროცესო გარიგება შინაარსობრივად ძალიან გავს ერთმანეთს.
„კანიბალიზმი არის აღწერილი სისხლის სამართლის კოდექსში?! სადმე წერია, რომ ადამიანის შეჭმა ისჯება? ხომ არ წერია. შეწყალება შინაარსობრივად ძალიან გავს საპროცესო შეთანხმების დისკრეციულ უფლებას, რომელიც აქვს პროკურორებს. სისხლის სამართლის კოდექსში არსად არ წერია, რომ საპროცესო შეთანხმების უკანონოდ დადება ისჯება. თუ რომელიმე პროკურორი საპროცესო შეთანხმებას დაუდებს ბრალდებულს იმ პირობით, რომ ამ ბრალდებულმა არ ამხილოს ამ პროკურორის მეგობარი და ამისთვის მას შეუმსუბუქებს სასჯელს. თუ დადგინდა, დასდასტურდა გამოძიებით და სასამართლო სხდომაზე ობიექტური გამოძიებით რომ დიახ, პროკურორმა გამოიყენა თავისი კანონისმიერი, დისკრეციული უფლება დაედო საპროცესო შეთანხმება ბრალდებულთან, ოღონდ დადგინდა, რომ ამის მოტივაცია იყო თავისი მეგობრისთვის უპირატესი მდოგმარეობის შექმნა. უნდა დაისაჯოს თუ არა ის? რა თქმა უნდა - უნდა დაისაჯოს. და დაისაჯოს იმ მუხლით, რომლითაც გასამართლდა სააკაშვილი. ეს არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ. საერთოდ რომ არ შეეწყალებინა სააკშვილს ეს ბრალდებულები, მას უმოქმედობის დელიქტი მაინც სახეზე ექნებოდა. ჩვენ როდის ვებრძოდითო სააკაშვილსო. ვებრძოდითო რომ ქრთამის ქურდი 20 წლით არ მჯდარიყოო. ქრთამის ქურდი 20 წლით აღარ ზის, 30 ათასიდან 9 ათასზეა ჩამოსული. ძალიან მნიშვნელოვანია არა ის რასაც აკეთებს, არამედ მნიშვნელოვანია ვინ არის ბენეფიციარი იმისა, რასაც ახლა აკეთებს ბატონი მარგველაშვილი. უფრო მნიშვნელოვანია, როგორი აუტანელი სიმსუბუქით, წარბშეუხრელად აკეთებს ამას - ამაში გვანან ის და სააკაშვილი ერთმანეთს“,- განმარტა ნაცვლიშვილმა.