NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორტონი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში კვლევებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას კიდევ ერთხელ პასუხობს სოციალურ ქსელში: „წუხელ, „იმედის“ ჟურნალისტმა პირდაპირი ტექსტით მკითხა, შეიტანა თუ არა განზრახ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კითხვარში შეკითხვები ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ რუსეთთან დაკავშრებით აშშ-ის პრეზიდენტის ლობირების მიზნით. გამეცინა. დიდი ალბათობით, ტრამპი საქართველოს რუკაზეც ვერ მიაგნებს, თავი რომ დავანებოთ აქიდან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თვალყურის დევნებას. მეორე მხრივ, მესიამოვნა, რომ ჩვენა ამხელა გავლენას მოგვაწერენ“,- აღნიშნავს NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი.