ირანის უზენაესი ლიდერის სამხედრო მრჩეველმა, გენერალმა იაჰია რაჰიმ საფავიმ ანტიამერიკული ალიანსის ჩამოყალიბების ინიციატივა გამოთქვა. ამის შესახებ სააგენტო „ფარსი“ წერს.
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ვაშინგტონი „პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მიზნით ირანის დაშინების მცდელობაში დაადანაშაულა“.
„ირანმა უნდა შექმნას რეგიონალური კოალიცია, რომელშიც ასევე შევლენ რუსეთი, სირია, პაკისტანი და ერაყი. ჩვენ ამერიკულ ალიანსს წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ“, - განაცხადა გენერალმა.