თურქეთში, პროსტიტუციასთან ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს, რუსეთის და უზბეკეთის მოქალაქეები დააკავეს

თურქეთში, პროსტიტუციასთან ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს, რუსეთის და უზბეკეთის მოქალაქეები დააკავეს

თურქეთის ქალაქ მარმარისში პროსტიტუციასთან ბრძოლის ფარგლებში 3 უცხოელი ქალი დააკავეს. სარიანას რაიონში ჩატარებული ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე ე.ნ., რუსეთის მოქალაქე ნ.დ. და უზბეკეთის მოქალაქე გ.ნ.

უზბეკეთის მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც მანამდე პროსტიტუციაში 7- ჯერ იყო შემჩნეული, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და სასამართლომ მას ჯარიმის გადახდა დააკისრა.

მოგვიანებით სამივე ქალი საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებს გადასცეს. მათ თურქეთიდან დეპორტაცია ელით.