ტორბიორნ იაგლანდი საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში რუსეთის დაბრუნებას ითხოვს

ტორბიორნ იაგლანდი საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში რუსეთის დაბრუნებას ითხოვს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტურბიორნ იაგლანდი მოითხოვს, რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობას დაუბრუნდეს ორგანიზაციის მომდევნო სამიტამდე, რომელიც მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი. ამის შესახებ იაგლანდმა საპალამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, - იუწყება „უკრაინსკაია პრავდა“.

იაგლანდის აზრით, ეს უნდა მოხდეს ასამბლეის წესების შეცვლით იმ დონემდე, რომ „ბორტს დაუბრუნდნენ ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყნები“. „ორგანიზაციის წესების ჰარმონიზაცია - ეს არის ჩვენი მუშაობის ნაწილი. ამ მიზნის მიღწევა იქნებოდა საუკეთესო საშუალება ორგანიზაციის 70 წლის აღსანიშნავად“, - განაცხადა იაგლენდმა.

გამოცემის ინფორმაციით, ჰარმონიზაცია, რაზეც არის საუბარი, ნიშნავს რუსეთის დელეგაციისთვის სანქციების მოხსნას, რომლებიც მათ დაეკისრა ყირიმის აგრესიის გამო, შემდეგ კი დონბასზე განხორციელებული აგრესიისთვის. ტორბიორნ იაგლანდის აზრით, რუსეთის დაბრუნება ნიშნავს ევროსაბჭოს ორგანოების დაცვის აღდგენას 47-ვე წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე. „ევროპა კვლავაც დაყოფილი არ უნდა იყოს. ახალი დაყოფა ყველას დააზარალებს“, - განაცხადა გენმდივანმა