რიკარდ იოზვიაკი:  ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი სამშაბათს განიხილება

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი სამშაბათს განიხილება

ევროკავშირს არ მოსწონს უკრაინული კანონპროექტი ანტიკორუფციულ სასამართლოზე, მაგრამ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები უფრო შეშფოთებულნი არიან თავშესაფრის მაძიებლებით საქართველოდან. „შეჩერების მექანიზმი განხილული იქნება სამშაბათს“, - აღნიშნავს იოზვიაკი.