სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ ვეთანხმები - კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები თანხვედრაშია

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ ვეთანხმები - კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები თანხვედრაშია

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ ვეთანხმები, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, მისი პოზიცია სრულ თანხვედრაშია პრეზიდენტის ვეტოს იმ ნაწილთან, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის განთავსებას ეხება.

”რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი - გაიზიარებს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, თუ დაძლევს ვეტოს, ამაზე პროგნოზს ვერ გავაკეთებ. როგორი იქნება პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილება, ამას ერთად ვნახავთ. პირადად ჩემი პოზიცია უცვლელია. თუმცა, ის საკითხი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებს ეხება, პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში მისაღები ფორმულირებით ჩაიწერა. ამიტომ, პრეზიდენტის შენიშვნის ეს ნაწილი არის გაუგებარი. ცხადია, კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები თანხვედრაშია. ვნახოთ, როგორი იქნება პარლამენტის გადაწყვეტილება”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” რომან კაკულიამ.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.