მამუკა მდინარაძე:  ვეტოს დაძლევა ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის

მამუკა მდინარაძე: ვეტოს დაძლევა ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის

ვეტოს დაძლევა ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, უნდა დაძლიოს თუ არა უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო ”მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით.

"კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. თავის დროზე ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას, ახლა კი პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შეხვდება მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. რადგან ვაცხადებ, რომ ვეტოს დაძლევა არ არის თვითმიზანი, ვგულისხმობ, რომ ორივე პოზიციის მომხრეებს აქვთ მყარი არგუმენტები. მოვისმენთ კიდევ ერთხელ განსხვავებულ მოსაზრებებს და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მათ შორის საუკეთესო ევროპული გამოცდილებიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის და მედიასაშუალებების ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.