ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მუშები ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს

ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მუშები ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს

ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამივე მუშა ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ხაშურის საავადმყოფოს მიმღებში განუცხადეს, 61 წლის მამაკაცს, რომლის მდგომარეობა ყველაზე მძიმეა, დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.

რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს, 58 წლის და 45 წლის მამაკაცებს, მათ დაზიანებები ხერხემლის არეში აღენიშნებათ, ასევე აქვთ კიდურების მოტეხილობები.

როგორც ხაშურის საავადმყოფოს მიმღებში განმარტავენ, ამ დროისთვის დაშავებულებს სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.