ოპერაცია „ზეთისხილის ტოტი“ მიზნად ისახავს სირიაში, აფრინის რაიონში უსაფრთხოების ზონის შექმნას

ოპერაცია „ზეთისხილის ტოტი“ მიზნად ისახავს სირიაში, აფრინის რაიონში უსაფრთხოების ზონის შექმნას

ოპერაცია „ზეთისხილის ტოტი“ მიზნად ისახავს ჩრდილოეთ სირიის აფრინის რაიონში უსაფრთხოების ზონის შექმნას, - ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა.

მისი თქმით, უსაფრთხოების ზონა თურქეთისა და სირიის საზღვრის გაყოლებაზე უნდა შეიქმნას.

„ოპერაციის პირველი მიზანია უსაფრთხოების ზონის შექმნა, შემდეგ კი კონკრეტულ ზომებს მივიღებთ ტერორისტების გასანადგურებლად“, - განაცხადა ილდირიმმა.

მინისტრის თქმით, თურქეთის მოსაზღვრე რაიონში 8 000-დან 10 000-მდე ტერორისტი იმყოფება და თურქეთი ყველა მათგანს გაანადგურებს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი, აშშ და ირანი თურქეთის სამხედრო ოპერაციის გეგმის შესახებ ინფორმირებული იყვნენ.

„აშშ-ს მხრიდან დაბნეულობა შეიმჩნევა ოპერაცისთან მიმართებით. ყველა სხვადასხვას საუბრობს“, - თქვა მან.