სირიის სამთავრობო ძალებმა „ჯებჰათ ან-ნუსრას“ ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო

სირიის სამთავრობო ძალებმა „ჯებჰათ ან-ნუსრას“ ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო

სირიის სამთავრობო ძალებმა იდლიბის პროვინციაში „ჯებჰათ ან-ნუსრას“ ალყაშემორტყმული ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

ალყაშემორტყმული ტერორისტების რაოდენობა 1500-ს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ მათ შეიარაღებაშია ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, საველე არტილერია და ნაღმტყორცნები.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სირიულმა ჯარებმა ტერორისტებისგან 24 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.