პეტრო პოროშენკო დავოსში აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდება

პეტრო პოროშენკო დავოსში აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დავოსში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, პრეზიდენტი შეხვდება და დაელაპარაკება დონალდ ტრამპს“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრა საერთო შეხვედრის ფორმატში შედგება.

„რაზე შეიძლება ისაუბრო საერთო შეხვედრის ფორმატში?! რა თქმა უნდა, ისინი ისაუბრებენ, როგორც ორი პრეზიდენტი“, - განაცხადა კლიმკინმა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიაში, დავოსში 23-დან 26 იანვრამდე გაიმართება.