ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Mail on Sunday” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცნობილ ამერიკელ მსახიობ ტომ კრუზს სიკვდილით ემუქრებიან.
მსახიობი და მისი მეუღლე ქეთი ჰოლმსი ბოლო პერიოდში საიენტოლოგიის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი ჯგუფის წევრებისგან მუქარის წერილებს ღებულობენ.
ტომ კრუზმა ამის შესახებ აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში უკვე განაცხადა.
ამერიკელმა სამართალდამცველებმა ვარსკვლავური ოჯახის უსაფრთხოებას უფრო დიდი ყურადღება დაუთმეს და პირადი მცველების რაოდენობა გაუორმაგეს.
ამის გარდა კრუზმა მიწისქვეშა ბუნკერის მშენებლობაც წამოიწყო, რომელიც დაახლოებით 5 მილიონი დოლარი დაუჯდება.