იპოთეკური სესხები – რას გთავაზობთ მომსახურება

იპოთეკური სესხები – რას გთავაზობთ მომსახურება

გეგმავთ ბინის შეძენას ან გარემონტებას, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი თანხა? იპოთეკური სესხის დახმარებით მარტივად შეძლებთ სურვილის ასრულებას – იყიდით საოცნებო სახლს ან განაახლებთ არსებულ ბინას. მომსახურების საშუალებით ქონებას დღეს შეიძენთ, თანხას კი მომავალში, ეტაპობრივად დაფარავთ. სერვისს გთავაზობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ბანკები. მათი შეთავაზებები მიმზიდველი, თუმცა ერთმანეთისგან განსხვავებულია. გონივრული არჩევანის გასაკეთებლად აუცილებელია პირობების გაცნობა და შედარება. იპოთეკური სესხები უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი კრედიტია, რომელიც ხანგძლივი პერიოდით გაიცემა. სესხის მიზნობრიობა შეიძლება იყოს ბინის, მიწის ნაკვეთის, აგარაკის შეძენა ან გარემონტება. პირობა დამოკიდებულია კლიენტის შემოსავლის ოდენობაზე, საკრედიტო ისტორიასა და ქონების საფასურზე.

ნებისმიერი საკრედიტო ორგანიზაცია  სესხის გაცემისას აფასებს რისკებს და განსაზღვრავს მომხმარებლის გადახდისუნარიანობა. იქიდან გამომდინარე, რომ იპოთეკური სესხი გრძელვადიანი ვადით გაიცემა, კრედიტორი ვერ ენდობა კლიენტის არსებულ შემოსავალს, რადგან ის ცვალებადია, ამიტომ კომპანია დამატებით ითხოვს გარანტიას, რაც ამ შემთხვევაში ქონებით უზრუნველყოფა. თუ მომხმარებელი ვერ შეძლებს  თანხის გადახდას, კრედიტორს შეეძლება ჩადებული ქონებიდან თანხის ამოღება.

იპოთეკური სესხის აღება გარკვეულ რისკს უკავშირდება. ამიტომ, აუცილებელია გამოთვალოთ თუ რა ხარჯი გექნებათ, დაფიქრდეთ როგორ შეძლეთ ვალდებულების გადახდას. იმისათვის, რომ სესხის გადახდას მარტივად გაუმკლავდეთ, საჭიროა გაარკვიოთ თუ რა თანხის გადახდას მოახერხებთ არსებული ბიუჯეტითა და რესურსით. ამის გამოსათვლელად თქვენს შემოსავალს გამოაკელით ხარჯების ოდენობა, მათ შორის კვების, ტრანსპორტის, დასვენების თანხა და ამის მიხედვით დაადგინეთ თუ რა თანხის გადახადას შეძლებთ. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ ფინანსური პრობლემები, პასუხისმგებლობით მიუდექით იპოთეკური სესხის აღებას და გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები:

სესხის გაცემის საკომისიო – გაარკვიეთ საკრედიტო ორგანიზაციასთან აქვს თუ არა კრედიტს გაცემის საკომისიო და გაიგეთ მისი ოდენობა, ყურადღებით წაიკითხეთ  ხელშეკრულება, რათა იცოდეთ თქვენი უფლებები და მომსახურების პირობები;

კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო – საფინანსო კომპანიას შესაძლებელია ჰქონდეს სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო, რაც თანხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში მეტის გადახდას გულისხმობს;

დაზღვევის საფასური – ვინაიდან იპოთეკური სესხის გაცემისას ხდება უძრავი ქონების უზრუნველყოფაში ჩადება, შესაძლოა კრედიტორმა მოითხოვოს დაზღვევა. ამიტომ საჭიროა გაარკვიოთ თუ ვინ გადაიხდის დაზღვევის საკომისიოს;

ჯარიმა პროცენტის დაგვიანებით გადახდისთვის – კრედიტის აღებამდე გაარკვიეთ რა თანხის გადახდა მოგიწევთ დამატებით თუკი გაგვიანდებათ პროცენტის გადახდა.

თუ დაგაბნიათ შეთავაზებებმა და ვერ აკეთებთ არჩევანს

იპოთეკური სესხი ბევრ კომპანიაში გაიცემა. თითოეული კრედიტორს მიმზიდველი  შეთავაზება აქვს, რაც სწორი არჩევანის გაკეთებას ართულებს. გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია სესხის ძირითადი პირობების გარკვევა, რაც მოიცავს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლას, ხელშეკრულების გაცნობასა და დამატებითი ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიღებას. იპოთეკური სესხის პირობების გაგება და საკრედიტო კომპანიების შეთავაზებების ერთმანეთთან შედარება უკვე ერთ ვებგვერდზე შეიძლება. ეწვიეთ Credy24-ს, , გაეცანით სხვადასხვა ტიპის სესხის პირობებს ერთ სივრცეში,  თქვენ აღარ დაგჭირდებათ თითოეული კრედიტორის საიტზე ინფორმაციის ძიება, სწრაფად და მარტივად გაეცნობით პროდუქტის პირობას, შეადარებთ არსებულ შეთავაზებებს და მიიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებას, რაც დაგიზოგავთ თანხას. შედეგად, მარტივად გაუმკლავდებით ვალდებულებას და ისარგებლებთ კომფორტული სერვისით.