გასული წლის აპრილში ცნობილ ამერიკელ მომღერალ მერაია კერის ტყუპები შეეძინა. მუსიკოსმა ქალ-ვაჟს მაროკანა და მონრო დაარქვა.
იმ სასიხარულო ამბიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „Rolling Stone” სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა. აღმოჩნდა რომ ქალბატონმა მერაიამ შვილები გალოთების გზაზე დააყენა.
გასულ წელს ერთმა „ჭკვიანმა“ ექიმმა მომღერალს ურჩია, რომ „გინესი“ ან რომელიმე სხვა შავი ლუდი დაელია, რათა მეტი რძე ჩასდგომოდა. მერაიამ რჩევა მიიღო და ზემოთდასახელებულ ალკოჰოლურ სასმელს მიეძალა.
„ბოროტი ხმების“ მტკიცებით, ესტრადის ვარსკვლავი ორსულობის პერიოდშიც ლოთობდა და ნარკოტიკებსაც არ იკლებდა.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის ბავშვთა დაცვის სამსახურში ანონიმური შეტყობინება შევიდა. უცნობმა „კეთილისმსურველმა“ მკაცრ ჩინოვნიკებს მერაია კერის ლოთობის გარდა, კიდევ ერთი დანაშაულის შესახებ აუწყა. პატარები ამჟამად ხელოვნურ კვებაზე იმყოფებიან. იმის გამო რომ ვარსკვლავურ დედიკოს ღამ-ღამობით ძილის საშუალება მიეცეს, მერაია მათ საკვებს ლუდის მცირე დოზას უმატებს.
ჩინოვნიკები მომღერალს სახლში ეწვივნენ. რასაკვირველია „ნორჩი ალკოჰოლიკები“ სასწრაფოდ გადამალეს და მიმსვლელებს ხელში მხოლოდ „დედიკო“ შერჩათ. სტუმრებმა მერაიას მკაცრი ლექცია ჩაუტარეს.
მომღერალმა ფიცი დადო რომ პატარებს „მაგარ სასმელებს“ აღარ გააკარებს. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები პოპ-ვარსკვლავს ერთი თვის შემდეგ განმეორებით ესტუმრებიან და მისი დანაპირების სისწორეს შეამოწმებენ. თუ „ბახუსის მოყვარული“ დედიკო სიტყვას არ შეასრულებს, შვილებს იძულებითი წესით ჩამოართმევენ.