აშშ-მ უნდა დააზუსტოს, ვის მხარეს იმყოფება - ტერორისტული ჯგუფების თუ მოკავშირეების

აშშ-მ უნდა დააზუსტოს, ვის მხარეს იმყოფება - ტერორისტული ჯგუფების თუ მოკავშირეების

აშშ-მ უნდა დააზუსტოს, ვის მხარეს იმყოფება - ტერორისტული ჯგუფების გვერდით ამჯობინებს ყოფნას თუ მოკავშირეების? - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მინისტრმა განცხადება „სირიის სასაზღვრო დაცვის ძალების“ შექმნის იდეასთან დაკავშირებით გააკეთა. 

„ჩვენ მივიღებთ საკუთარ ზომებს ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ. არ აქვს მნიშვნელობა ზურგს ვინ უმაგრებთ; იქნება ეს აშშ თუ სხვა ქვეყნები, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს,“ - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

„სირიის სასაზღვრო დაცვის ძალების“ შექმნას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თურქეთის ამოცანა არის ამ ძალების „გაგუდვა“.

სამხედრო კოალიცია, რომელსაც სათავეში აშშ უდგას, აპირებს ახალი სასაზღვრო დაცვის ძალების შექმნას, რომელშიც 30 000 წევრი იქნება. აქედან 15 000 „სირიის დემოკრატიული ძალებიდან“ დაკომპლექტდება. 

„სირიის დემოკრატიულ ძალებს“ თურქეთი ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევს.