უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმები უფრო აქტიურად უნდა გამოიყენონ

უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმები უფრო აქტიურად უნდა გამოიყენონ

უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმები უფრო აქტიურად უნდა გამოიყენონ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატმა პიატრას აუშტრიავიჩუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ქვეყნებმა ევროპელ პარტნიორებს „აღმოსავლეთ პარტნიორობა პლიუსის“ ფარგლებში თანამშრომლობის საერთო ხედვა უნდა წარუდგინონ.

ევროპარლამენტის დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული ასოცირების შესახებ შეთანხმებების რეალიზებაზე, რომელთა დებულებების იმპლემენტაციამაც ეფექტური შიდა რეფორმებს უნდა ჩაუყაროს საფუძველი.