ოდესაში ამერიკული რაკეტმზიდი შევიდა

ოდესაში ამერიკული რაკეტმზიდი შევიდა

ოდესის პორტში ამერიკული რაკეტმზიდი Carney DDG64 შევიდა. ამის შესახებ, პორტის პრესსამსახურზე დაყრდნობით, უკრაინული მედია იუწყება.

ხომალდი შავ ზღვაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შევიდა. ეს მისი უკვე მეოთხე ვიზიტია შავი ზღვის აკვატორიაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. 2017 წლის ივლისში ხომალდი მონაწილეობდა სწავლებაში „სი ბრიზ - 2017“.

ამერიკული სამხედრო გემი ოდესაში 11 იანვრამდე დარჩება, რის შემდეგაც ბულგარეთში, რუმინეთსა და საქართველოსკენ გაემართება. ხომალდის ეკიპაჟი 337 ადამიანისგან შედგება, რომელთაგან 23 ოფიცერია.

რაკეტმზიდი აღჭურვილია მრავალფუნქციური საბრძოლო საინფორმაციო-სამართავი სისტემით „იჯისი“, გააჩნია 90-ზე მეტი სარაკეტო დანადგარი და ბორტზე გააჩნია ფრთოსანი რაკეტები „Tomahawk“.