აშშ-მა მხოლოდ მას შემდეგ დაინახა საარჩევნო კამპანიაში „კრემლის ხელი“, რაც პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს

აშშ-მა მხოლოდ მას შემდეგ დაინახა საარჩევნო კამპანიაში „კრემლის ხელი“, რაც პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხოლოდ მას შემდეგ დაინახა საარჩევნო კამპანიაში „კრემლის ხელი“, რაც პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ”ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.

„საუკეთესო საბუთი იმის საჩვენებლად, რომ ყველაფერი ეს წმინდა წყლის ტყუილია, არის ფაქტი, რომ მთელი ამ „ათწლეულების“ განმავლობაში ამერიკის სპეცსამსახურებსა და ოფიციალურ პირებს მსგავს რამეზე საერთოდ არ უსაუბრიათ და რუსეთის წინაშე ასეთი სახის კითხვები არ წაუყენებიათ. არ ყოფილა არც ერთი სიუჟეტი, ფილმი ან გამოსვლა, სანამ ამერიკულმა საარჩევნო სისტემამ პრეზიდენტად დონალდ ტრამპი არ დაასახელა. აი, მაშინ დაიწყო ყველაფერი - დაუსაბუთებელი ბრალდებები, საგარეო მტრის ძიება, განცხადებები „კრემლის ხელზე“, - დაწერა მარია ზახაროვამ.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, მაიკ პომპეოს განცხადებით, რუსეთი აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებთან ერთად ამერიკის საარჩევნო პროცესში ცდილობს ჩარევას, ”მოსკოვი კი ამით ათწლეულების განმავლობაში არის დაკავებული”.