გიორგი მარგველაშვილი ალილოზე:  ნეტავ სულ ასე იყოს, მთელი წელი

გიორგი მარგველაშვილი ალილოზე: ნეტავ სულ ასე იყოს, მთელი წელი

გრძელდება გუშინდელი საოცარი დღესასწაული ახლის და კეთილის დაბადების, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, შობის მახარობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრეზიდენტმა ალილოს მონაწილეებს უმასპინძლა და საჩუქრები გადასცა.

"ჩემო საყვარელო თანამემამულეებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ შობას. მშვენიერია, რომ შობა გრძელდება ამ ემოციით, როდესაც პატარა ბავშვები და მომლოცველები მოდიან. ჩვენ მათ ვუნაწილებთ სიხარულს, მცირე ძღვენს, რომელიც განაწილდება იმ ადამიანებზე, რომლებიც შედარებით შეუძლოდ არიან ან არ აქვთ შესაძლებლობა. ამ ფორმით გრძელდება გუშინდელი საოცარი დღესასწაული ახლის და კეთილის დაბადების. ვუნაწილებთ ჩვენს სიყვარულს ერთმანეთს. ნეტავ სულ ასე იყოს, მთელი წელი", - განაცხდა გიორგი მარგველაშვილმა.