პარლამენტარებმა ალილოს მსვლელობის მონაწილეებს შობა მიულოცეს

პარლამენტარებმა ალილოს მსვლელობის მონაწილეებს შობა მიულოცეს

პარლამენტის წევრებმა შვილებთან ერთად ალილოს მსვლელობის მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცეს. პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ალილოს მსვლელობას პარლამენტის შენობასთან შეუერთდნენ და ბავშვებს დღევანდელი დღე ტკბილეულით მიულოცეს.

„ყველას ვულოცავთ შობას, განსაკუთრებით ბავშვებს. წელს შობას განსაკუთრებულად აღვნიშნავთ. შობასთან ერთად ჩვენ აღვნიშნავთ პატრიარქის იუბილეს და პატრიარქის აღსაყდრების იუბილეს. მინდა, ასეთი განსაკუთრებული წელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.