ავღანეთში ავიადარტყმის შედეგად, „ისლამური სახელმწიფოს“ 20 „ბოევიკი“, მათ შორის ორი ლიდერია ლიკვიდირებული

ავღანეთში ავიადარტყმის შედეგად, „ისლამური სახელმწიფოს“ 20 „ბოევიკი“, მათ შორის ორი ლიდერია ლიკვიდირებული

ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში ავიადარტყმის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სულ მცირე 20 „ბოევიკი“, მათ შორის ორი ლიდერი - მავლავი თურაბი და მუსა ხანია ლიკვიდირებული. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო Khaama იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, ავღანეთის ჯარმა იერიში მიიტანა „ისლამური სახელმწიფოს“ ბანაკზე, რომელიც ლაღმანის პროვინციაში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ავიადარტყმის შედეგად არც ერთი ადგილობრივი მოსახლე არ დაშავებულა.