საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხური ეკლესიის მრევლს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს.
„შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ვულოცავ სომხური ეკლესიის მრევლს - ჩვენს სომეხ მოქალაქეებს. ჩვენ ერთად ვქმნით დემოკრატიულ, განვითარებულ და წარმატებულ სახელმწიფოს, სადაც ადამიანებს ექნებათ ყველა საშუალება თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებისთვის. ჩვენი სომეხი მოქალაქეების წვლილი ამ საქმეში უაღრესად მნიშვნელოვანია. ვუსურვებ მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მისალოცში.