საშიში პრეცედენტი დაუშვა ხელისუფლებამ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, ეს არ ეხება მხოლოდ სააკაშვილს, ეს ეხება დღეს მოქმედ პრეზიდენტსაც

საშიში პრეცედენტი დაუშვა ხელისუფლებამ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, ეს არ ეხება მხოლოდ სააკაშვილს, ეს ეხება დღეს მოქმედ პრეზიდენტსაც

ეს გადაწყვეტილება არ ეხება მიხეილ სააკაშვილს, ეს გადაწყვეტილება მიმართულია სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან საშიში პრეცენდენტი დაუშვა.

”ძალიან საშიში პრეცედენტი დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით, ვინაიდან ეს არ ეხება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს. ეს ეხება დღეს მოქმედ პრეზიდენტსაც და ყველა იმ პრეზიდენტს, რომელიც შემდგომში მოვა საქართველოს ხელისუფლებაში, ნებისმიერ დროს შეუძლია ხელისუფლებას გამოიყენოს მის წინააღმდეგ ეს საშიში პრეცედენტი და აღძრას სისხლის სამართლებრივი საქმე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პრეზიდენტმა გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არ ეხება მიხეილ სააკაშვილს და მიმართულია სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების წინააღმდეგ”, - განაცხადა უდუმაშვილმა.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გუშინ მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.