უკრაინა მხოლოდ მას შემდეგ მოახდენს რეაგირებას მიხეილ სააკაშვილის დაუსწრებლად გამოტანილ სამწლიან განაჩენზე, რაც საექსტრადაციო შემოწმებას ჩაატარებს

უკრაინა მხოლოდ მას შემდეგ მოახდენს რეაგირებას მიხეილ სააკაშვილის დაუსწრებლად გამოტანილ სამწლიან განაჩენზე, რაც საექსტრადაციო შემოწმებას ჩაატარებს

უკრაინა მხოლოდ მას შემდეგ მოახდენს რეაგირებას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაუსწრებლად გამოტანილ სამწლიან განაჩენზე, რაც საექსტრადაციო შემოწმებას ჩაატარებს, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ სააკაშვილს აქვს „მსჯავრდებულის“ სტატუსი, თუმცა ქალაქ კიევის პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს მიმართვაზე დაყრდნობით ატარებს საექსტრადაციო გამოძიებას სააკაშვილთან დაკავშირებით, რაზეც საქართველოს შესაბამისი ორგანოებისგანაც მოვიდა მოთხოვნა. გამოძიების სრულად ჩატარებისა და ყველა გარემოების გამოსავლენად, რაც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსითა და საერთაშორისო მოლაპარაკებებით, რომლებიც შეიძლება გახდეს ექსტრადაციაზე უარის თქმის მიზეზი, სააკაშვილს კიევში დაკითხვაზე დაიბარებენ შესაბამისი ახსნა-განმარტებების მისაცემად. ამ გამოძიების ფარგლებში უკრაინის სამთავრობო ორგანოების მიმართაც გაიგზავნა მოთხოვნები. დასკვნა, რომელიც ამ გამოძიების შედეგების მიხედვით დადგინდება, იუსტიციის სამინისტროს წარედგინება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად“, - განაცხადა ლისენკომ.