საქართველოში სააკაშვილისთვის გამოტანილი განაჩენი მისი დაუყოვნებლივი დეპორტაციისთვის ყველა იურიდიულ შესაძლებლობას იძლევა

საქართველოში სააკაშვილისთვის გამოტანილი განაჩენი მისი დაუყოვნებლივი დეპორტაციისთვის ყველა იურიდიულ შესაძლებლობას იძლევა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ საქართველოში მისი დაუყოვნებლივი დეპორტაციისთვის ყველა იურიდიულ შესაძლებლობას იძლევა, - ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა, „რადიკალური პარტიის“ წევრმა იგორ მოსიჩუკმა განაცხადა.

„სააკაშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილებების გადამეტებისთვის სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა, ჯერჯერობით საქართველოში. პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას მან შეიწყალა ბანკის თანამშრომლის მკვლელობაში დამნაშავე სამი ადამიანი, წმინდა წყლის ბოროტმოქმედები. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ საქართველოში მისი დაუყოვნებლივი დეპორტაციისთვის ყველა იურიდიულ შესაძლებლობას იძლევა“, - დაწერა მოსიჩუკმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.