ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირების საფუძველი გახდეს

ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირების საფუძველი გახდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინიდან ექსტრადირების საფუძველი.

როგორც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, დღეს ორი ქვეყნის ადმინისტრაციული რესურსი მიმართულია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

„დღეს მიღებული გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიის განვითარებას და მომავალს. მიხეილ სააკაშვილი გაასამართლეს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებისთვის, რაც არის აბსურდული ბრალდება. თუმცა, ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და სწორედ პოლიტიკური მართლმსაჯულება აზიანებს სახელმწიფოს. ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას ეს არ ესმის და ცუდია, რომ მთელი სასამართლო სისტემა ერთი ადამიანის ხელშია. მიხეილ სააკაშვილის პროცესი ფორსირებულად მიდის მას შემდეგ, რაც უკრაინის ადმინისტრაციული რესურსი დაუპირისპირდა მიხეილ სააკაშვილს. არავის ეჭვი არ ეპარება, რომ რეალურად ბრალდება მოტივირებული იყო, რომ დაკვეთა შეესრულებინა. მიხეილ საააკაშვილის ექსტრადირებას არ გამოვრიცხავ, რადგან ორი ქვეყნის ადმინისტრაციული რესურსი მიმართულია ერთი ადამიანის წინააღმდეგ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სასამართლოებში პირველი განაჩენი გამოცხადდა. დღეს მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.