მაშველებმა მტკვრიდან შუა ხნის ქალი ამოიყვანეს

მაშველებმა მტკვრიდან შუა ხნის ქალი ამოიყვანეს

თბილისში, გალაკტიონის ხიდთან შუახნის ქალი მტკვარში ჩავარდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ქალი მაშველებმა წყლიდან უკვე ამოიყვანეს.

მათივე ინფორმაციით, ქალს მცირედი დაზიანებები აღენიშნება და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.