წელს საქართველო რუსეთიდან ბუნებრივ აირს აღარ შეიძენს

წელს საქართველო რუსეთიდან ბუნებრივ აირს აღარ შეიძენს

ეკონომიკის მინისტრის 28 დეკემბრის ბრძანებით, 2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წელს საქართველო რუსეთიდან ბუნებრივ აირს აღარ შეიძენს, - აღნიშნულ ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს.

ბალანსის თანახმად, 2018 წელს საქართველო 2.680 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიღებას სრულად აზერბაიჯანისგან გეგმავს. კერძოდ, 1.866 მილიარდ კუბურ მეტრს „სოკარისგან“, 813,9 მილიონ კუბურ მეტრს შაჰ-დენიზისგან მიიღებს, ხოლო 9,4 მილიონი კუბური მეტრი ადგილობრივი მოპოვებაა.