უწმინდესს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ექიმების რჩევით, დაბადების დღესთან დაკავშირებული მიღების მასშტაბი შევზღუდეთ

უწმინდესს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ექიმების რჩევით, დაბადების დღესთან დაკავშირებული მიღების მასშტაბი შევზღუდეთ

ექიმებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღესთან დაკავშირებული მიღების მასშტაბის შეზღუდვის რეკომენდაცია მისცეს. ამის შესახებ „ი ნტერპრესნიუსს“ თავად უწმინდესის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პატრიარქი იყო გაციებული, ამ ეტაპზე მდგომარეობა გამოუჯობესებისკენ მიდის, თუმცა პრობლემა ჯერ ბოლომდე მოგვარებული არ არის.

„გაციებული იყო. იყო გარკვეული პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ. ამიტომ რადგან ასეთი ფონი იყო, ინფექციის შესაძლო გადადების გამო, ექიმების რჩევით, ჩვენ ვეცადეთ, რომ შეგვეზღუდა მიღების რაოდენობა და მასშტაბი. ამ წუთში უწმინდესს მიღება აქვს, წიგნის პრეზენტაცია. ანუ კი არ გაუქმდა, არამედ ჩვენ ვეცადეთ, ფართო კონტაქტები წელს ცოტა შეგვეზღუდა გარკვეული მოსაზრებების გამო, ვინაიდან ის შეუძლოდ გრძნობდა თავს“, - განაცხადა ცისანა შარტავამ.

პატრიარქს დღეს 85 წელი შეუსრულდა.