ჩვენთვის უკრაინის კონფლიქტი არ არის არც გაყინული, არც დავიწყებული, ის აქტუალური და ძალზედ საშიშია

ჩვენთვის უკრაინის კონფლიქტი არ არის არც გაყინული, არც დავიწყებული, ის აქტუალური და ძალზედ საშიშია

ჩვენთვის უკრაინის კონფლიქტი არ არის არც გაყინული, არც დავიწყებული, ის აქტუალური და ძალზედ საშიშია, - ეს განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა კიევში გაფრენამდე გააკეთა. განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტრმა იმედის მომცემად დაასახელა ტყვეების გაცვლის ფაქტი დონბასში და სადღესასწაულო დღეებში გამოცხადებული საზავო შეთანხმება. მისი თქმით, გერმანია გააგრძელებს იმ გზების ძიებას, რომელიც დონბასში მშვიდობის დაბრუნებას შეუწყობს ხელს.

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, გაბრიელი ესტუმრება კიევს, ხუთშაბათს კი სადემარკაციო ხაზისკენ გაემგზავრება მარიუპოლში. ის მოლაპარაკებებს გამართავს თავის კოლეგასთან პავლო კლიმკინთან და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან. გარდა აღნიშნულისა, უკრაინის მთავრობასთან, სხვა რეფორმებზეც ისაუბრებენ, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლაზეც.