ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც ამერიკაა, ჩრდილოეთ კორეას ატომური ბომბის ღილაკის სიდიდით არ უნდა შეეჯიბროს

ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც ამერიკაა, ჩრდილოეთ კორეას ატომური ბომბის ღილაკის სიდიდით არ უნდა შეეჯიბროს

ვფიქრობ, რომ ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც ამერიკაა, ჩრდილოეთ კორეას ატომური ბომბის ღილაკის სიდიდით არ უნდა შეეჯიბროს. მითუმეტეს, ეს ის არგუმენტი არ არის, რომელიც კიმ ჩენ ინს შეაშინებს. ყველანი ველოდებით, თუ როდის აღმოჩნდება ამერიკის მხრიდან მოლაპარაკების მაგიდაზე უფრო ძლიერი კოზირი - საღი აზრი და პასუხისმგებლობის გრძნობა, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ფრანც კლინცევიჩმა განაცხადა.

ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის საპასუხოდ თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობიდან ვინმეს გაეფრთხილებინა თავისი ლიდერი, რომ ამერიკის პრეზიდენტსაც აქვს ბირთვული ღილაკი, თუმცა მისი უფრო დიდი და ძლიერია.