ჰასან რუჰანი იმედოვნებს, რომ ირანში პროტესტი რამდენიმე დღეში დასრულდება

ჰასან რუჰანი იმედოვნებს, რომ ირანში პროტესტი რამდენიმე დღეში დასრულდება

ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ჰასან რუჰანიმ და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს სატელეფონო საუბარი გამართეს.

ირანის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ ირანში პროტესტი რამდენიმე დღეში დასრულდება.

თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ სატელეფონო საუბრისას თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ირანში სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობას.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს ირანის პრეზიდენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ირანელებს უფლება აქვთ საპროტესტო აქციების, რომელიც კანონის ფარგლებში უნდა ჩატარდეს.

თეირანში, მეშჰედში, ისპაჰანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარე ძალების წაქეზებით არის გამოწვეული.