პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს საიდუმლოებას, უნდა გასაჯაროვდეს

პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს საიდუმლოებას, უნდა გასაჯაროვდეს

პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, უნდა გასაჯაროვდეს, - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ”ქართული ოცნების” ხელისუფლება ცდილობს თავი დაიძვრინოს არაკომპეტენტური ნაბიჯისგან. 

”ევროპული საქართველოს” აზრით ის, რაც არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და არ ადევს გრიფი, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის, ხოლო რაც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, ამისთვის არსებობს საპარლამენტო კონტროლის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი - ნდობის ჯგუფი, რომელსაც სამწუხაროდ, მთავრობა იგნორირებას უკეთებს”, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.