უკრაინის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს გაიმართება

უკრაინის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს გაიმართება

უკრაინის სააპელაციო სასამართლოში, უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, დღეს გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება კიევის სააპელაციო სასამართლომ მიიღო. 

როგორც სასამართლოში განმარტეს, 22 დეკემბერს სასამართლო პროცესი იმის გამო გადაიდო, რომ მათ საქმის მასალები არ მიუღიათ. 

„მოსამართლეების მიმართ პრეტენზიები არ მაქვს. მათ მასალები არ გადასცეს. რატომ არ გადასცეს მასალები? 3 იანვარს ყველა ისვენებს, სძინავს. მსოფლიო არ აკვირდება მოვლენებს. ისინი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, როგორიც უნდათ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.