ავღანეთში სპეცოპერაციის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ 60-ზე მეტი მებრძოლია ლიკვიდირებული

ავღანეთში სპეცოპერაციის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ 60-ზე მეტი მებრძოლია ლიკვიდირებული

ავღანეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ 60-ზე მეტი მებრძოლია ლიკვიდირებული. ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ტელეარხი Tolo News იუწყება.

ნანგარჰარის პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენლის ათაულა ჰოგიანის განცხადებით, ჰასკა მეინას რეგიონში ჩატარებული საჰაერო და სახმელეთო ოპერაცების შედეგად 65 „ბოევიკი“ განადგურებულია, 18 კი - დაჭრილი. მისი თქმით, ოპერაციებს ემსხვერპლა 1 მშვიდობიანი მოსახლე, კიდევ 13 კი დაშავდა.

ავღანეთის ჯარის გენერალური შტაბის უფროსის განცხადებით, ქვეყანაში „ისლამური სახელმწიფოს“ 2 000-მდე მებრძოლი იმყოფება.