მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ადგილობრივ ხანდაზმულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ადგილობრივ ხანდაზმულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა და მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ ადგილობრივ, სოციალურად დაუცველ და მარტოხელა ხანდაზმულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.  

დიმიტრი ხუნდაძემ ხანდაზმულებს მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული დოკუმენტის - „დაბერების პოლიტიკის" შესახებ ესაუბრა და სამოქმედო გეგმის დეტალები გააცნო. აღნიშნული დოკუმენტი უშუალოდ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით შეიქმნა და ხანდაზმულებისთვის სერიოზულ შეღავათებს და ინიციატივებს გულისხმობს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს არის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგება, თაობათაშორისი ურთიერთობების დარეგულირება, პროფესიული გადამზადების პროგრამების შემუშავება და საზოგადოებაში მათი სრული ინტერგაცია. დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივების განხორციელების შემდეგ ხანდაზმულები სახელმწიფოსგან მეტ ყურადღებას მიიღებენ.

დიმიტრი ხუნდაძემ დამდეგი შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა მცხეთის მკვიდრს თამარ ყირმიზოვს, რომელიც 2018 წელს 100 წლის ხდება.  

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში პრიორიტეტული ხანდაზმულებზე, განსაკუთრებით კი, მარტოხელა და სოციალურად დაუცველ მოხუცებზე ზრუნვაა.

​