ანგელა მერკელის განცხადებით, საფრანგეთთან ერთად ევროკავშირის ერთიანობას შეუწყობს ხელს

ანგელა მერკელის განცხადებით, საფრანგეთთან ერთად ევროკავშირის ერთიანობას შეუწყობს ხელს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მომავალ წელს, საფრანგეთთან ერთად, ხელს შეუწყობს ევროკავშირის ერთიანობას და ევროკაშირის პრობლემებზე იმუშავებს.

ამის შესახებ ნათქვამია ანგელა მერკელის საახალწლო მიმართვაში, რომელიც მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა. 

„გერმანიის მომავალი განუყოფლად უკავშირდება ევროპის მომავალს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მისი თქმით, საჭიროა, რომ ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ ერთიანობა გამოავლინონ. 

ანგელა მერკელის განცხადებით, ევროკავშირმა თავისი ღირებულებები უნდა დაიცვას, როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 

„საუბარია იმაზე, შევძლებთ თუ არა მუშაობას სამართლიანი და ეკონომიკურად წარმატებული ევროპისთვის, ჩვენი გარე საზღვრების დასაცავად და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. გერმანიასა და საფრანგეთს სურთ ერთად მუშაობა ამ მიმართულებით, სურთ ევროპა მომავლისთვის მოამზადონ“, - აღნიშნავს ანგელა მერკელი.