ხარკოვში, ფოსტის შენობიდან გათავისუფლებული მძევალი შენობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს

ხარკოვში, ფოსტის შენობიდან გათავისუფლებული მძევალი შენობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს

ხარკოვში, ფოსტის შენობიდან გათავისუფლებული მძევალი შენობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. როგორც ერთ-ერთი არასრულწლოვანი აცხადებს, მან დაინახა, თუ როგორ დაიმაგრა ბოროტმოქმედმა ასაფეთქებელი ტანზე. ამასთან, მძევლობიდან გათავისუფლებული ბავშვი ამბობს, რომ შენობაში ჯერ კიდევ 6 ადამიანი რჩება. 

„მან ასაფეთქებელი ტანზე დაიმაგრა და თქვა, რომ თუ პოლიციელები არ შეასრულებენ მის მოთხოვნებს, ააფეთქებს. ასაფეთქებელი ორ ბოთლშია მოთავსებული და უკეთია ცისფერი განათება. ამბობდა, რომ მუდმივად უნდა გადაუღონ ვიდეო და განათავსონ შესაბამის ეთერებსა და სოციალურ ქსელებში“, - განაცხადა მძევლობიდან გათავისუფლებულმა ბავშვმა. 

სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ვიდეო, სადაც ბოროტმოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის დემონსტრირებას ახდენს. 

მამაკაცთან, რომელმაც ხარკოვში, ფოსტის შენობაში მძევლები აიყვანა, მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ბოროტმოქმედმა ფოსტის შენობაში 11 მძევალი აიყვანა, რომელთა შორის ორი ბავშვი იყო. მოლაპარაკებების შემდეგ, მან 5 მძევალი გაათავისუფლა.