ისრაელმა იუნესკო-ს მისი შემადგენლობიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად შეატყობინა

ისრაელმა იუნესკო-ს მისი შემადგენლობიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად შეატყობინა

ისრაელმა იუნესკო-ს ოფიციალურად შეატყობინა მისი შემადგენლობიდან გასვლის შესახებ. ამის შესახებ იუნესკო-ს გენერალურმა დირექტორმა ოდრე აზულემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამის გამო „ძალიან წუხს“. ისრაელის გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 31 დეკემბერს შევა.

როგორც ცნობილია, ისრაელის მთავრობა აცხადებდა, რომ ქვეყანამ იუნესკო-ს შემადგენლობიდან გასვლის პროცედურა დაიწყო. 

ამასთან, თელ-ავივში „მამაცი და ზნეობრივი“ უწოდეს აშშ-ს გადაწყვეტილებას, რომელმაც იუნესკო-ს შემადგენლობა მანამდე დატოვა. მაშინ საკუთარი გადაწყვეტილება ვაშინგტონმა „იუნესკო-ს დავალიანების გაზრდით, ფუნდამენტური რეფორმების აუცილებლობით და ორგანიზაციის ანტიისრაელური კურსით“ ახსნა.