სანქტ-პეტერბურგში სუპერმარკეტში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

სანქტ-პეტერბურგში სუპერმარკეტში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

სანქტ-პეტერბურგში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში 27 დეკემბერს მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. 

ამის შესახებ SITE Intelligence Group-ის ექსპერტები იუწყებიან.

როგორც ცნობილია, 27 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. 

28 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.