სინოპტიკოსების პროგნოზით, 31 დეკემბერს ღამის საათებში საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში - თოვლი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 31 დეკემბერს ღამის საათებში საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში - თოვლი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 დეკემბერს ღამის საათებში საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში - თოვლი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, პირველ იანვარს დღის საათებში ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იწვიმებს, მაღალმთაში კი მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 5-7 გრადუსით დაიკლებს. დღის მეორე ნახევრიდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

პირველ იანვარს დედაქალაქში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. დღის მეორე ნახევრიდან კი დასავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს.