ეკონომიკის სამინისტროს შპს ,,მთის კურორტების განვითარების სააგენტოს“ ინიცირებით, კომპანია ,,თავისუფალი არქიტექტორების“ მიერ გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამუშავდა. 28 დეკემბერს ,,მთის კურორტების განვითარების სააგენტოს“ ოფისში გაიმარტა 2 გეგმარებითი არეალის საჯარო განხილვა, სადაც ავტორთა ჯგუფმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა ინფორმაცია მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ.
განხილვაში მონაწილეობდნენ აღნიშნულ არეალებზე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, დაინტერესებული პირები და საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები - სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე და დეპარტამენტის ექსპერტი/კონსულტანტი კახა ნიაური.
გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმები საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №488 განკარგულების საფუძველზე შემუშავდა.