ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილის გათვლით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა მოსახლეობის ხარჯებს საშუალოდ ნახევარი პროცენტით გაზრდის

ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილის გათვლით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა მოსახლეობის ხარჯებს საშუალოდ ნახევარი პროცენტით გაზრდის

ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილის გათვლით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა მოსახლეობის ხარჯებს საშუალოდ 0,5%-ით გაზრდის.

როგორც მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნული ხარჯი ცოტა მეტი იქნება ზამთარში და ნაკლები - ზაფხულში.

„დიდი ხანია ჩანს ბევრი ფაქტორი, რომელიც ტარიფის ზრდისკენ მიანიშნებდა. ამავე დროს, როგორც ვიცი, კომპანიები ითხოვენ უფრო მეტს, ამიტომ ეს საკამათო საკითხია. თუკი კომპანიები მართლები არ არიან, 2018 წელს ტარიფმა მეტად არ უნდა მოიმატოს. მაგრამ თუ გაასაჩივრეს და სასამართლომ ან არბიტრაჟმა დაადგინა, რომ მართლები არიან, შეიძლება ტარიფმა კიდევ მოიმატოს“, - განაცხადა მურმან მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდით მოსახლეობის მთლიანი ხარჯები სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვაგვარად შეიცვალა: დაბალ საფეხურებზე - 10-12%-ით გაიზარდა, შუა საფეხურებზე - 8-9%-ით და მაღალ საფეხურზე - 6-7%-ით. მთლიანი ხარჯების სტრუქტურაში ელექტროენერგია დაახლოებით 5%-ს შეადგენს, შესაბამისად, მარგველაშვილის თქმით, ტარიფის ცვლილება მოსახლეობის ხარჯებს, საშუალოდ ნახევარი პროცენტით გაზრდის.