საკონსტიტუციო სასამართლომ ტელეკომპანია "საქართველოს" სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სასამართლოს პლენუმმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი შპს სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც ფასის არაპროპორციულობის გამო, ხელშეკრულების ბათილობის შესაძლებლობას ქმნის.
რამდენიმე თვის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი არაკონსტიტუციურად ცნო და სადაო ქონების საკუთრებაში გადაცემის დაუყონებლივ აღსრულება შეაჩერა. სტრასბურგის სასამართლომ კი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ შეაჩერა.
დღევანდელ გადაწყვეტილებაზე მოსამართლეებს გიორგი კვერენჩხილაძეს, ირინა იმერლიშვილს და მაია კოპალეიშვილს განსხვავებული აზრი ჰქონდათ.