„როიტერი“ - თურქეთი სტამბოლში საახალწლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სადღესასწაულო ღონისძიებებს აუქმებს

„როიტერი“ - თურქეთი სტამბოლში საახალწლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სადღესასწაულო ღონისძიებებს აუქმებს

თურქეთის პოლიციამ ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 120 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

პოლიციამ რეიდი მთელი ქვეყნის მასშტაბით 12 პროვინციაში ჩაატარა. დაკავებულთა შორის არიან უცხოეთის მოქალაქეებიც.

ამასთან, თურქეთის ხელისუფლება აპირებს სტამბოლში საახალწლო დღეებში პოლიციელთა რაოდენობა გააორმაგოს და გააუქმოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დღესასწაულის აღნიშვნა, რაც უსაფრთხოების ზომებს უკავშირდება. სტამბოლის გუბერნატორის განცხადებით, საახალწლო დღეებში 37 ათასამდე პოლიციელი და 4 ათასამდე ჟანდარმი იმორიგევებს.

როგორც ცნობილია, გასულ ახალი წლის ღამეს ტერორისტმა კალაშნიკოვის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთ-ერთ ღამის კლუბში ხალხი დაცხრილა. შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის 24 უცხოელი იყო.